ფულადი საჩუქრის მერე უკვე ბინაც! - სამშენებლო კომპანიამ ვახტანგ ახობაძეს ბინა აჩუქა
27-08-2024, 11:59
Авторизуйтесь или зарегистрируйтесь, чтобы оценивать материалы, создавать записи и писать комментарии.
Авторизоватьсяპარამკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონ ვახტანგ ახობაძეს ქართულმა ემიგრაციამ $5,100.00 შეუგროვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სცოიალურ ქსელში ახობაძის გარემოცვა აქვეყნებს.
არც ზელეს წკაპუნი ჩერდება ჩემს ტელეფონზე და ვერც მე ვიძინებ : ჩემი ვიდეოს ატვირთვიდან 12 საათში უძლეველმა ამერიკულმა ემიგრაციამ ვახოსთვის შეაგროვა $5,100.00
ქველმიქმედების ამ ტემპმა და მაშტაბმა ყველა რეკირდი მოხსნა.
თქვენ გაგიმარჯოთ, ხალხოოო .
სიყვარული გადაგვარჩენს
ძალა ჩვენშია
მადლობა ყველას, ვინც გაავრცელეთ ინფორმაცია, მოაკელით თქვენს ოჯახებს ამ მაგარი ბიჭის გასახარებლად. სიკეთე არსად იკარგება, ასტრონომიულად მრავლდება და მადლი ცას წვდება, მერე უკლებლივ ისევ ჩვენ გვიბრუნდება – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქართველოში ჩამოსულ ჩემპიონს აეროპორტში მხოლოდ ორი ადამიანი დახვდა, ერთ-ერთი დედა იყო. სწორედ ამან გამოიწვია საზოგადოებაში უკმაყოფილება. “დაუფასებელი ჩემპიონი” – წერდა ხალხი სოციალურ ქსელში.
ვახტანგ ახობაძეს “გალფი” საჩუქრად 10,000 ლარს გადასცემს – ამის შესახებ ნავთობკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“გალფის” ცნობით, გარდა ამისა გალფი უზრუნველყოფს ახობაძის ფინანსურ მხარდაჭერას საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისთვის.
პარამკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონს, ვახტანგ ახობაძეს ნავთობკომპანია გალფი 10,000 ლარს გადასცემს საჩუქრად.
გარდა ამისა ვახტანგთან შედგა შეთანხმება: გრძელვადიან თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებში კომპანია გალფი უზრუნველყოფს მის ფინანსურ მხარდაჭერას საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისთვის”.- წერს გალფი.
27-08-2024, 11:59
22-08-2024, 12:42
27-08-2024, 15:11
კომენტარის დატოვება