ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი სექტებერში დიდ წარმატებას მიაღწევს და გამდიდრდება
22-08-2024, 12:42
Авторизуйтесь или зарегистрируйтесь, чтобы оценивать материалы, создавать записи и писать комментарии.
Авторизоватьсяშეგახსნეებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა რომ გალფმა ვახტანგ ახობაძეს 10 000 ლარი აჩუქა, ახლა კი ცნობილი ხდება , რომ მკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონს გიორგი ჟორჟოლიანმა, ეპიზოდ დეველოპმენტის მშენებარე კომპლექსში გადასცა ბინა საჩუქრად.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ახობაძემ, პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მეორეჯერ მოიპოვა და ასახელა საკუთარი ქვეყანა. ჩემპიონმა პირველი ოქროს მედალი 2015 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მალაიზიაში მოიპოვა. სპორტსმენს, ოქროს მედლებთან ერთად, სხვა მრავალი პრიზი აქვს მიღებული.
„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეგობარმა ფეისბუქის პოსტზე მომნიშნა, სადაც ვნახე, რომ ჩვენ ყველას გამოგვრჩა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და წარმატება. ქუთაისელი, ჩემი ბავშვობის უბნელი, მებრძოლი კაცი... მივხვდი, რომ მოქმედების დრო იყო და დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა მე, ქუთაისელს გამეკეთებინა ჩემი ბავშვობის თანაუბნელისთვის... გადავწყვიტე, ვახტანგ ახობაძისთვის პირადად მეჩუქებინა ბინა. ჩემს გადაწყვეტილებას, გუნდის წევრების მხრიდანაც დიდი ხელშეწყობა მოჰყვა, რომელიც ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხების საოცარი ტემპით მოგვარებას გულისხმობდა. დიდი ბედნიერებაა, როდესაც ერთმა ადამიანმა, მეორე ადამიანს შეგიძლია რაღაც გაუკეთო, რაც მას გააბედნირებს. ვახტანგ ახობაძემ მთელი ქვეყანა გააბედნიერა, თავად კი, უხმაუროდ დაბრუნდა სსქართველოში. ღამის 2 საათზე, ყველაფერი მოგვარდა. მსოფლიო ჩემპიონის კიდევ ერთი ბენდიერი მომენტი, მინდა ჩემი ცხოვრების ისტორიაშიც ეწეროს“ - გიორგი ჟორჟლიანი, ეპიზოდ ჯგუფის დამფუძნებელი.
პარალელურად, ეპიზოდ ჯგუფი 2024 წლის პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე თითოეული სპორტსმენის პოპულარიზაციაზე იმუშავებს.
„ჩემი სურვილია, ვახტანგის წარმატების გზა, რომელიც მისაბაძია თითოეული ქართველისათვის, ფართოდ გავაცნოთ საზოგადოებას. ამისათვის, ჩვენი ჩემპიონის თავდაუზოგავ შრომას, მაქსიმალურად გავაშუქებთ სხვადასხვა მედიაში, რათა ბევრი ადამიანისთვის გახდეს მაგალითი“ - გიორგი ჟორჟოლიანი.
გიორგი ჟორჟოლიანის ინიციატივით, ეპიზოდ ჯგუფი არა მხოლოდ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, არამედ პარამკლავჭიდელთა თითოეული ნაკრების წევრის პოპულარიზაციაზე დაიწყებს მუშაობას, რომელსაც მნიშვნელოვანი პროექტის სახეს მიეცემა.
„როგორც კი ვახტანგ ახობაძის წარმატების შესახებ პოსტზე მომნიშნეს, ვნახე და მივხდი, რომ მთელი ქვეყნის წარმატება, მთელს ქვეყანას გამოგვრჩა, რომელიც ერთმა ძლიერმა სპორტსმენმა ვახტანგ ახობაძემ მოგვიტანა...
გულწრფელად გახარებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონი ჩვენს გუნდს შემოუერთდება და საორგანიზაციო საკითხების კონსულტანტი იქნება ეპიზოდ ჯგუფში.
მინდა თითოეულ ქართველ სპორტსმენს, რომლებმაც 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პარამკლავჭიდში იასპარეზა, ვთხოვო - გამოგვეხმაურონ ჩვენი სოციალური მედიის მეშვეობით, მოგვწერონ, დაგვირეკონ და მოგვიყვენ თავიანთი გამოწვევების, წარმატებების შესახებ. ვფიქრობ, ასეთი სპორტსმენების ხელშეწყობა და დაფასება, ძლიერი მუხტია როგორც არსებული, ასევე მომავალი თაობის სპორტსმენებისთვის“ - გიორგი ჟორჟოლიანი, ეპიზოდ ჯგუფის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი
22-08-2024, 12:42
26-08-2024, 11:47
26-08-2024, 15:38
კომენტარის დატოვება