ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი სექტებერში დიდ წარმატებას მიაღწევს და გამდიდრდება
22-08-2024, 12:42
Авторизуйтесь или зарегистрируйтесь, чтобы оценивать материалы, создавать записи и писать комментарии.
Авторизоватьсяსოციალურ ქსელში, თამუნა მუსერიძის მიერ შექმნილ ჯგუფში ემოციური ისტორიები ხშირად წაგვიკითხავს. ჯგუფის დახმარებით ბევრ მშობელს, შვილს ერთმანეთი წლების შემდეგ უპოვიათ.
ტყუპი შვილების პოვნის იმედი აქვს დიანა გაბისონიასაც, რომელსაც საავადმყოფოში უთხრეს, რომ ტყუპები გარდაიცვალნენ, მოგვიანებით კი მან აღმოაჩინა, რომ ბავშვების საფლავები გათხრილი იყო. სწორედ ამიტომ დიანას სჯერა, რომ მისი ტყუპი ბიჭები ცოცხლები არიან.
„2003 წლის 11 აგვისტოს თბილისის მე-4 სამშობიაროში, რომელიც მდებარეობს ორთაჭალაში გავაჩინე ტყუპი ბიჭები, ოთარი და ზურაბ თოდუები. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ასე გვითხრეს ექიმებმა, გადაიყვანეს ჟვანიას კლინიკაში, თუმცა იქიდან გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში.
რამდენიმე დღეში, ჯერ ერთის ცხედარი გადმოგვცეს და შემდეგ მეორე ჩვილის. დავასაფლავეთ სხვადასხვა დღეს, ვინაიდან გადმოგვცეს სხვადასხვა დროს. სავარაუდოდ იმიტომ რომ ჩვენი ბიჭები იდენტური ტყუპები იყვნენ და ორი ერთნაირი ცხედარი ვერ იპოვეს. ბავშვების დასაფლავებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ავედით სასაფლაოზე, მაგრამ საფლავი ამოთხრილი, ხოლო ცხედრები გატაცებული დაგვხვდა. გამომდინარე იქიდან რომ ამ სურათის დანახვის გამო ძალიან ცუდად გავხდი ჩემმა მეუღლემ და ნათესავებმა სასწრაფოდ წამიყვანეს სახლში.
მას შემდეგ გაგვიჩნდა ეჭვი იმისა რომ ჩვენი ბიჭები ცოცხლები არიან. გამომდინარე იქიდან რომ საზოგადოება მზგავსი ისტორიების შესახებ ინფორმირებული არ იყო ამ დარდს გულით ვატარებდით ძალიან დიდი ხანი. მადლობა თამუნა მუსერიძეს და მისი გუნდის გოგოებს იმისათვის რომ დაძრეს ეს ყინული და დედებს მოგვეცა საშუალება და შანსი გავიგოთ სიმართლე და ვიპოვოთ შვილები.
მაქვს გაკეთებული დნმ-ს ტესტი,თუმცა შედეგზე ვერ გავედი. ამიტომ ვტვირთავ ჩემ და ჩემი მეუღლის ფოტოებს, იქნებ რამე გამოვიდეს ასე მაინც. ასევე მინდა შეგახსენოთ რომ თარიღი, მშობლების სახელები და დაბადების ადგილი შეიძლება იყოს შეცვლილი ჩემი ბიჭების დაბადების მოწმობებში. ამის პრეცენდენტი უამრავი გვაქვს.
ჩვენო ნანატრო ბიჭებო, ჩვენ თქვენზე უარი არ გვითქვამს! გვიყვარდით, გვიყვარხართ და გვეყვარებით ყოველთვის! გელოდებით!!“,- წერს დიანა გაბისონია.
22-08-2024, 12:42
9-08-2024, 23:34
26-08-2024, 11:13
კომენტარის დატოვება